გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რაულ ხაჯიმბა: კავკასიაში რუსეთისა და აფხაზეთის საერთო ინტერესების დაცვისათვის კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო

1-12-2017

ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა პირველი საერთო-სახალხო ფორუმის წევრებს მიესალმა; ფორუმმა „კავკასია გლობალიზაციის კონტექსტში“ მუშაობა სოხუმში დაიწყო
რაულ ხაჯიმბამ ფორუმზე განაცხადა, რომ ძალების კონსოლიდირებისთვის საჭიროა კომპლექსური ზომების მოფიქრება, რათა კავკასიაში  რუსეთისა და აფხაზეთის საერთო ინტერესები იყოს დაცული.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა აფხაზეთში 2017 წლის 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაამტკიცა აფხაზურ-რუსული ურთიერთობების მოკავშირეობითი და სტრატეგიული ხასიათი ახალი გლობალური გამოწვევების პირობებში. ვიზიტისას გაიჟღერა მნიშვნელოვანმა სიტყვებმა იმის შესახებ, რომ რუსეთს „განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს აფხაზეთთან, ჩვენ საიმედოდ ვიძლევით უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის გარანტიას“.  
რუსეთი უფრო და უფრო მეტად ახდენს გავლენას ახალი მსოფლიო წესრიგის პროცესის ფორმირებაზე.  კარგად ვიცით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ კავშირშია დასავლეთის დამოკიდებულებაზე რუსეთთან, რამდენადაც აფხაზეთი მისი საიმედო პარტნიორია.



წყარო: Institute of Peace Studies