3-08-2018
ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა 3 ოქტომბერს გაიხსნება. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინფორმაციით, ეს იქნება გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის ქარხანა, რომელშიც გათვალისინებულია შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა, სამუშაო ინსტრუქციებს კი თავად გერმანული მხარისგან მიიღებენ. ინფორმაციას BFM-ი ავრცელებს.
„ეს ქარხანა ბევრ რამეს შეცვლის, როგორც საწარმოო-ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური კუთხით. ქარხანაში იქნება დახურული ციკლი და დაბინძურებული წყალი მდინარე ყვირილაში არ მოხვდება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
ქარხნის მშენებლობაში 22 მილიონი დოლარი დაიხარჯება.