გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ „ტავ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 1 მაისს დაწერა და არა მას შემდეგ, რაც პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა აღდგა

11-05-2023

მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ „ტავ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 1 მაისს დაწერა და არა მას შემდეგ, რაც პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა აღდგა.

გიორგი ფხალაძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, თითქოს მან სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან აპირებს არ მოემსახუროს რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს.


„დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!“, - დაწერა მან გუშინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.


დღეს კი მან დამატებით განმარტა, თითქოს განცხადება 10 მაისს დაწერა. თუმცა მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 1 მაისს დაწერა.


ფხალაძის განცხადებას გამოეხმაურა „ტავჯორჯიაც“. კომპანიის განმარტებით, გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.