11-05-2023
„ვინც საქართველოს არ ცნობს მისი იდენტობითა და კულტურულ-ეთნიკური ღირებულებებით, ასაზრდოებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, აღვივებს შუღლს ქართულ საზოგადოებაში და ხელს აფარებს საერთაშორისო დონის კრიმინალებს პირადი, მერკანტილური ინტერესების გამო, ჩვენ ასეთ უსამშობლოებთან არანაირი კავშირის უფლებაც კი არ გვაქვს,“- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, "ევროპის სოციალისტურმა პარტიამ", ზიანის მეტი არაფერი მოუტანა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. „ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.
"ევროპის სოციალისტურმა პარტიამ", ზიანის მეტი არაფერი მოუტანა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და აქედან გამომდინარე, თავმოყვარეობის ამბავიცაა ამ პარტიასთან თანამშრომლობა. უფრო მეტიც, ამავე პარტიის და სხვა ადგილობრივი გაერთიანებების რეტროგრად ნაძირლებთან, როგორებიც არიან კუბილიუსები ფოტიგები და კრამონები, საერთოდ უნდა გაწყვიტონ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა მათთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
ვინც საქართველოს არ ცნობს მისი იდენტობითა და კულტურულ-ეთნიკური ღირებულებებით, ასაზრდოებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, აღვივებს შუღლს ქართულ საზოგადოებაში და ხელს აფარებს საერთაშორისო დონის კრიმინალებს პირადი, მერკანტილური ინტერესების გამო, ჩვენ ასეთ უსამშობლოებთან არანაირი კავშირის უფლებაც კი არ გვაქვს. კუბილიუს, ფოტიგა, კრამონ და სხვანო! წარმატებები რუსული გემის, მარშრუტის მიხედვით!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.