« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
3-08-2018
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,039,027 ვიზიტი შედგა.
მათივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგზაურთა ვიზიტების ზრდა 10.5%-ია.
გარდა ამისა, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 845,588 შეადგინა, ზრდა 10.7%-ია. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 564,977 შეადგინა, რაც მათივე ცნობით, 2017 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა 15%) 73,694-ით მეტია.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
ამასთან, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (13.8%), აზერბაიჯანიდან (9.8%),თურქეთიდან (20.5%) და სომხეთიდან (4.2%) შედგა.
„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი 260%, ესტონეთი 83%, გერმანია 59%, ჩეხეთი 56%, ნიდერლანდები 55%, გაერთიანებული სამეფო 44%, პოლონეთი 42% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი 115%, კორეის რესპუბლიკა +83%, ბელარუსი 55%.ამერიკის შეერთებული შტატები 54%, საუდის არაბეთი 44% და სხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე, მათივე ცნობით, 2018 წლის იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 3,843,036 შეადგინა, ზრდა 15.1%-ია.
რაც შეეხება ტურისტული ვიზიტებს, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მათმა რაოდენობამ 2,498,751 შეადგინა, რაც 433,624-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა 21%)
ამასთან, მათივე ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (10.4%), რუსეთიდან (24.1%), თურქეთიდან (20.4%) და სომხეთიდან (2.1%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ ესტონეთი - 102%, ესპანეთი - 54%, გაერთიანებული სამეფო - 50%, ნიდერლანდები - 49%,ჩეხეთი - 49%, გერმანია -48%, ლატვია - 44%, საფრანგეთი -36% და სხვა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან კორეის რესპუბლიკა - 143%, ჩინეთი - 92%, საუდის არაბეთი - 67%, ქუვეითი - 49% და ბელარუსი - 43%.