გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში

11-05-2023

თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


„ყველამ იცის, რომ დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ამაზე უნდა ვიდავოთ? რა მნიშვნელობა აქვს, ასი ათასი რომ იყოს, არ არიან ჩვენი მოქალაქეები? და კიდევ ერთი - თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, ჩინეთში და ა.შ.", - განაცხადა პრემიერმა.