გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვატიკანის ბიბლიოთეკა ქართველი მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება

11-05-2023

ვატიკანის ბიბლიოთეკა ქართველი მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.


ბიბლიოთეკაში, საქართველოს შესახებ დაცულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელი გახდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაფორმდება.


აღნიშნული შეთანხმება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვატიკანში შეხვედრის შემდეგ შედგა.


„შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები ჩაერთონ შესაბამის პროგრამებში, რომლებიც გაივლიან გადამზადებას. კვლევითი და მეცნიერული საქმიანობის კუთხით ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ცნობილია, რომ ვატიკანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი აქვს, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული წყაროა დაცული მე-15 საუკუნიდან დღემდე. მათ შორის ეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებს მოიცავს," - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.


მისივე თქმით, ასევე საუბარია, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა ჰქონდეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს, რათა მომავალში გაიგზავნოს მკვლევარები დაცული მასალების შესასწავლად.