11-05-2023
იტალიაში ყველა შეხვედრაზე იყო აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებისა და კანდიდატობის სტატუსის მიმართ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც შალვა პაპაშვილმა აღნიშნა, დღეს შეხვედრები გაიმართა სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპის საქმეთა მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.
მისი თქმით, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
,,მათი მხრიდან ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. საუბარი გვქონდა პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე წლის დეკემბერში გადაწყვეტილების მიღებისას იტალიის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.