გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საკალათბურთო გუნდი „თსუ“ სუპერლიგის ფინალში გავიდა

12-05-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა „თსუ“ კვლავ გაიმარჯვა.უნივერსიტეტის გუნდმა მე-4 ნახევარფინალურ მატჩში 91:80 დაამარცხა ზესტაფონის „მარგვეთი“ და საქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური სერია ანგარიშით 3:1 მოიგო. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ელი გიორგი ცინცაძე დასახელდა.


თსუ-ის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით ერთგულ ქომაგებს. მთელი გადამწყვეტი შეხვედრის განმავლობაში უნივერსიტეტის გუნდს გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა ამხნევებდა. გადამწყვეტ შეხვედრას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


სუპერლიგის ჩემპიონობამდე თსუ-ს ერთი ნაბიჯი აკლია. ფინალურ შეხვედრაში იგი  რუსთავის „რუსთავს“ დაუპირისპირდება.


უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისთვის მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა. ერთი თვის წინ თსუ საქართველოს თასის მფლობელი გახდა.