გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Fitch Ratings" ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა

12-05-2023

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings" ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან" „პოზიტიურზე" გააუმჯობესა. ამასთანავე იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული როგორც თავად გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „B+", ასევე მდგრადობის რეიტინგიც "b+".

 

სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია ბანკის კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, კერძოდ: აქტივების მაღალი ხარისხით, მომგებიანობით, ადექვატური კაპიტალიზაციითა და ფინანსური რესურსის ჯანსაღი ბაზით.  

 

„Fitch Ratings" მიერ ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთი ცალსახა დასტურია, რომ ბანკს განვითარების სწორი სტრატეგია აქვს არჩეული.

 

ლიბერთი წლიდან წლამდე აუმჯობესებს ფინანსურ შედეგებს, იმყარებს პოზიციებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ახალ და მრავალფეროვან საბანკო სერვისებს" - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა.