გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის ახალი კოდექსი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად კომფორტზეა გათვლილი - ჯუანშერ ბურჭულაძე

12-05-2023

თავდაცვის ახალი კოდექსის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, ახალი კოდექსით თავდაცვის უწყებაში არსებული ხარვეზები თუ გამოწვევები აღმოიფხვრება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი კოდექსით კარგი შედეგი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმართულებით და აღმოიფხვრება ის გამოწვევა, „რასაც გირჩი ქადაგებს“.


ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყნისთვის დიდი გამოწვევააა, როდესაც პირობითად 20 ათასი პოტენციური გასაწვევიდან წელიწადში 13 ათასი თავისუფლდება, თავს არიდებს სამხედრო სამსახურს რელიგიური მიზეზით. „ეს აღარ იქნება მომავალში. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს. არ მინდა საზოგადოებამ წარმოიდგინოს, რომ ეს მიზანი არის ის, რომ ჩვენ ტოტალურად დავიწყოთ გაწვევები. ჩვენ, ერთის მხრივ, მიზანი გვაქვს, შევქმნათ დიდი და ძლიერი რეზერვი - საზოგადოების დიდ ნაწილს ეცოდინება როგორ მოიქცეს ამა თუ იმ კონფლიქტურ სიტუაციაში. მეორეს მხრივ, რასაც თავად „გირჩი“ ასე ვთქვათ ქადაგებს - ჯარი უნდა გახდეს პროფესიული და ნებაყოფლობითი“, - განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის.

მინისტრმა წვევამდელების ანაზღაურებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2025 წლის პერსპექტივაში ანაზღაურება უნდა გახდეს ისეთი, რომ ადამიანისთვის ჯარში წასვლა არ იყოს შემაფერხებელი ფაქტორი.


ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით „გირჩის“ კატეგორიული ტერმინებითა და ფრაზებით მსჯელობასაც გასცა პასუხი: „რადიკალიზმი და კატეგორიულად აზროვნება დამახასიათებელი თვისებაა ჩვენი ოპოზიციის და ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება“. მისივე განცხადებით, ახალი კოდექსით სავალდებულო სამსახური მოქალაქეებისთვის უფრო მარტივდება, უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული ხდება.

„ფაქტობრივად, ჩვენ არ ვტოვებთ კრიტიკის სივრცეს. თუ თქვენ მოვლენებს დააკვირდებით და მას შემდეგ, რაც ჩვენ კანონპროექტი შევიტანეთ საკანონმდებლო ორგანოში, ფაქტობრივად, ობიექტური კრიტიკა ვერ გამოითქვა ვერაფერზე. ერთადერთი მექანიზმი ახლა რაც დარჩათ, აპირებენ ხელოვნურად დროის გაწელვას. თუმცა, ჩვენ მარტივად არ დავთმობთ ამ საკითხსაც და შინაარსობრივ პრიმატში შევალთ. იქ სადაც დავინახავთ, რომ ხელოვნურად აფერხებენ კოდექსის მიღებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავალთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტა, თავდაცვის ახალი კოდექსით თუ რამდენად ექვემდებარებიან სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, რასაც სწორედ „გირჩის“ მიერ შექმნილი ე.წ.ეკლესია ითვალისწინებდა. მინისტრმა სასულიერო პირებთან მიმართებით ეს საკითხიც განიხილა და აღნიშნა: „კონსტიტუციური რისკები აბსოლუტურად ყველაფერი გათავისებული გვაქვს. არც აქ დაგვიტოვებია სამართლებრივი რისკების სივრცე. გავითვალისწინეთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონსტიტუციური სარჩელი და არავინ არ არის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული რელიგიის შემთხვევაში“. როგორც მინისტრმა განმარტა, თავდაცვის ახალი კოდექსით სასულიერო პირებს ალტერნატიული სამსახური ექნებათ.