გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე - გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას, წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას

12-05-2023

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სხვათა შორის, იმ ხალხის მიერ წამოწყებული კამპანია, ვინც თავს დებს, რომ ჯარი უყვარს და ჯარზე ზრუნავს“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო სწავლება Defender 2023 საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.


მინისტრის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში საქართველო გერმანიასა და თურქეთში ორ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს. „შარშან გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას. წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას. ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოგისტიკური ხარჯების მიმართულებით რამდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენი მხრივ არაგონივრული ნაბიჯი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


მისი თქმით, რამდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოგისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.