გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სტუდენტური პარლამენტის წევრები ვაზიანში იმყოფებოდნენ

12-05-2023

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, სტუდენტური პარლამენტის წევრები საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. ახალგაზრდებთან ერთად სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. სტუმრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ.


მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სტუდენტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება დაათვალიერეს, სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ბრიგადის სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს.


ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.