12-05-2023
მინესოტას შტატში, ბავშვთა კლინიკაში გენდერული პროგრამის დირექტორმა განაცხადა, რომ ასთმისა და დიაბეტის მკურნალობა არაფრით განსხვავდება ბავშვებისთვის სქესის შეცვლის შეთავაზებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
პედიატრი ანჯელა გოპფერდი ხელმძღვანელობს სქესის შეცვლის კლინიკას, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის მინესოტას შტატში მდებარე ბავშვთა კლინიკაში.
„და თუ ჩემს შვილს დიაბეტი, კიბო ან ასთმა აქვს, მე ვიმსახურებ იმას, რომ შემეძლოს ასთმის სპეციალისტთან მისვლა, რათა გავარკვიო, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. და თუ გყავთ ტრანსგენდერი ბავშვი, იგივეს იმსახურებთ. რეალურ ბაზისურ დონეზე, ბავშვები იმსახურებენ ჯანდაცვას, რომელიც სპეციალიზირებულია და მორგებულია მათი ჯანდაცვის საჭიროებებზე“, - აღნიშნა ანჯელა გოპფერდმა.
„სქესის უამრავი შესაძლებლობა არსებობს. არ არის მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი. არის სხვა ვარიანტები. ეს არის ის, რასთან ერთადაც ბავშვები იზრდებიან ახლა, რაც ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენს საუბარს ამის შესახებ და მე ვფიქრობ, რომ ეს ახლა იცვლება“, - განაცხადა მან.