შაბათი, მაისი 17, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
დავით ქართველიშვილი: ბოლოს ნაცმოძრაობის ლიდერები ერთმანეთს დუელში გამოიძახებენ - სეკუნდანტობას "ლელოელებს" სთხოვენ, რომლებიც "გორბის" გამოკითხვებით "თითქმის არც არსებობენ"

12-05-2023

“მალე მელია ამ სამეულის დასანქცირებას მოითხოვს და ამ თხოვნით სანქციების სფეროში კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს - არახამიას მიმართავს”, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად მან ნაცმოძრაობის არაფორმალურ მმართველად კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად ზურაბ ადეიშვილი დაასახელა.

 

„ბალახი მწვანეა, წყალი სველია. დაიწყო ბანალური აღიარებების ცვენა. მალე მელია ამ სამეულის დასანქცირებას მოითხოვს და ამ თხოვნით სანქციების სფეროში კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს - არახამიას მიმართავს. ბოლოს ერთმანეთს დუელში გამოიძახებენ - სეკუნდანტობას "ლელოელებს" სთხოვენ, რომლებიც "გორბის" გამოკითხვებით "თითქმის არც არსებობენ". მოკლედ ძალზე უინტერესოდ, მაგრამ მაინც ვითარდება ეს სერიალი - თუმცა "პულტი" ჩვენს ხელშია და ყოველთვის შეგვიძლია საქართველოს წინსვლისა და განვითარების "არხებზე" გადავრთოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.