გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: კვლევებიდან ირკვევა, რომ 82%-ს წაკითხული არ ჰქონდა ან ვერ გაიგო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მხოლოდ 18%-მა გაიგო სწორად

12-05-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში „გორბის“ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საზოგადოების უდიდეს ნაწილს წაკითხულიც არ ჰქონდა.

 

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა - დასავლეთს არ სურდა, რომ ქართველ ხალხს სცოდნოდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსების ირიბი და უკანონო გზების შესახებ, რაც ისედაც გამოაშკარავდა.

 

„გორბის“ კვლევებიდან მივიღეთ ზუსტად ის შედეგი, რასაც მანამდე ჩვენც ვამბობდით - მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წაკითხული არ ჰქონდა პროექტი, რომელსაც აპროტესტებდნენ. კვლევებიდან ჩანს, რომ ჩვენი კანონი არასწორად გაიგო 35%-მა, უჭირს პასუხი - 45% - ს და მხოლოდ 18%-მა გაიგო სწორად.

 

დასკვნა ასეთია: 80% - ს წაკითხული არ აქვს და 18 %-მა წაიკითხა, არადა, 100% მოსახლეობისა ამ კანონზე ლაპარაკობდა და აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი ილანძღებოდა. დღეს ყველასათვის ცხადია, რომ მარტის დღეებში ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონზე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა.

 

დასავლეთს არ სურდა, რომ ქართველ ხალხს სცოდნოდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსების ირიბი და უკანონო გზების შესახებ, რაც ისედაც გამოვააშკარავეთ და არ სურდათ, ასევე, გამჭვირვალე ყოფილიყო არასამთავრობო სექტორისთვის გამოყოფილი თანხები, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენი ეროვნული ღირებულებების განადგურებასა და ანტიპროპაგანდას ხმარდება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მარტის დღეებში ლამის რევოლუცია მოაწყო საქართველოში, არადა კანონი ასახავდა ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს - გვცოდნოდა რაში იხარჯება უცხოური ფული ქვეყანაში. ამის უფლება ქართველ ხალხს არ მისცეს, უფრო მეტიც, ისეთი პროპაგანდა დაატრიალეს, რომ წაუკითხავი კანონით ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს და ახალგაზრდებს „მოლოტოვის კოქტეილებით“ კანონდარღვევის საშუალება მისცეს. ეს, როგორც ჩანს, დემოკრატიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ. ქართველი ხალხი კი ასეთ დემოკრატიას არ მიიღებს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.