გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: პარტიის ქალთა ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა, რისთვისაც ორგანიზაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდი

14-05-2023

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

 

კობახიძის განცხადებით, ღონისძიებაზე  ქალთა ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.

 

„ერთი წლის წინ დაფუძნდა პარტიის ქალთა ორგანიზაცია და დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ერთი წლის იუბილეს, სადაც პირველი ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი.

 

ამ ერთი წლის განმავლობაში, ქალთა ორგანიზაციამ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო აქტიური იქნება მომდევნო წლები. ქალთა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რისთვისაც მადლობა ორგანიზაციის თითოეულ წევრს. დღეს გაიმართა ქალთა ორგანიზაციის გამგეობის და რეგიონული საბჭოების წევრების შეკრება, სწორედ იმისათვის, რომ განგვეხილა გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.