გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვლადიმერ იმნაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა  

3-08-2018


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და არასამთავრობო ორგანიზაციებს_ ა(ა)იპ „ქალთა საკონსულტაციო ცენტრ - სახლსა“ და ა(ა)იპ „თანასწორობა, უფლებებ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების, ა(ა)იპ „ქალთა საკონსულტაციო ცენტრი - სახლი“-სა და ა(ა)იპ „თანასწორობა, უფლებები“-ს წარმომადგენლები, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ომის ვეტერან ქალებს, ან ომის ვეტერანი მამაკაცების ოჯახის წევრ ქალებს ფსიქოლოგიურ კონსულტაციებსა და ფსიქოსარეაიბილატაციო მომსახურებას გაუწევენ.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ა(ა)იპ „ქალთა საკონსულტაციო ცენტრ - სახლი“-ის თავმჯდომარემ, რუსუდან ფხაკაძემ და ა(ა)იპ „თანასწორობა, უფლებები“-ს ხელმძღვანელმა, მაია არჩვაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან შევა და იმოქმედებს 2018 წლის 10 დეკემბრამდე.