გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიმდინარე წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

6-08-2018

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 124% (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 67% (50 062), პოლონეთი - 32% (1 886 618), აშშ - 4% (244 374), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 68% (30 456), გერმანია - 32% (308 734), ლიეტუვა - 21% (265 062), ნიდერლანდები - 17% (38 799), ლატვია - 16% (966 726), ესტონეთი - 7% (329 304) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი 81% (140 370), ყაზახეთი - 41% (1 996 860), უკრაინა - 38% (5 040 319), რუსეთი - 20% (28 564 609), ბელარუსი 4% (846 822) და სხვა. 
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (28 564 609), უკრაინა (5 040 319), ჩინეთი (3 514 066), ყაზახეთი (1 996 860) და პოლონეთი (1 886 618). 
ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 7% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 114%. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.