გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი: მოხსნას აშშ-მა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, შემოიღოს პირდაპირი ფრენები და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ამის შემდეგ დარწმუნდება ხალხი, რომ ამერიკელებს ჩვენთვის სიკეთე და წარმატება უნდათ

15-05-2023

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 10 მაისიდან გააუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თუ ამერიკა მოუხსნის საქართველოს სავიზო რეჟიმს, შემოიღებს პირდაპირ ფრენებს და გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ ამერიკას ჩვენთვის სიკეთე უნდა.

 

„პარტნიორობა და მეგობრობა ვიცი მე ასეთი - მოხსნას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, შემოიღოს პირდაპირი ფრენების რეჟიმი და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. სწორედ ამ სამი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის შემდეგ დარწმუნდება ქართველი ხალხი, რომ ამერიკელებს ჩვენთვის სიკეთე და წარმატება უნდათ!!!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook - ზე.