გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქართული კომპანიები ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

16-05-2023

15-17 მაისს, ლონდონის საგამოფენო ცენტრში Olympia London ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2023 ტარდება, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობს.


გამოფენის გახსნაზე, საქართველოს სტენდის სტუმრებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და დესპანი გიორგი საგანელიძე მასპინძლობდნენ.

წელს, London Wine Fair 2023-ში მონაწილეობს 29 ქვეყნის 415 კომპანია, რომელთაც სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლიანი სასმელი აქვთ წარმოდგენილი. პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ათასობით სტუმარი - ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება. გამომდინარე აქედან, London Wine Fair წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.


გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო 2022 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) გამარჯვებული ქართული ღვინოები.


უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.


გამოფენა London Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.