გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

«The Korea Times» (კორეის რესპუბლიკა): საქართველო რუსეთთან ომის ათი წლისთავზე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს

6-08-2018

კორეული გამოცემა «The Korea Times»-ი, საქართველო-რუსეტის ომის 10 წლისტავთან დაკავშირებით იუ ვან-ვუ-ს ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის შემდეგ საქართველო აგრძელებს აქტიურ კამპანიას ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დაბრუნების მიზნით, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. 2008 წლის აგვისტო ომისადმი საქართველოსა და რუსეთს სხვადასხვა მიდგომები აქვთ. ომმა 850 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 192 ათასი მცხოვრები კი მშობლიური ადგილებიდან აიყარა, რომლებიც ლტოლვილებად და იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ.

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში, ოთარ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებას და ცდილობს, რომ საკუთარ სამხედრო-ეკონომიკურ სივრცეში მათი ანექსიაც მოახდინოს - სხვადასხვა შეთანხმებების გზით. საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მოსკოვი ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. გარდა ამისა, რუსეთი უკანონოდ აძლიერებს სამხედრო კონტინგენტს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშია განლაგებული.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან მუდმივი დარღვევებისა და პროვოკაციებისა საქართველოს მთავრობა მტკიცედ ადგას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისკენაა მიმართული. სულ ახლახან თბილისმა დაიწყო პროექტის განხორციელება „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით.

ელჩმა აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 ივლისს ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებული დეკლარაციაში გამოხატულია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. გარდა ამისა, დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლად აღიარების აქტი. დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ „საქართველო იცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის და დაუსჯელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც შეყვანილია დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული 33 პირი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. „შავსიელთა“ მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობამ სანქციები უნდა განახორციელოს.

აშშ და დასავლეთი ეთანხმება საქართველოს ძალისხმევას. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოსადმი მხარდაჭერის აქტი, რომლითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს ანალოგიური სანქციების დაწესებისაკენ, ხოლო ევროკავშირმა ასევე მოუწოდა ევროპის საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, რათა თავის მხრივ, ზომები მიიღონ „შავსიელთა“ წინააღმდეგ.

თუმცა, როგორც Korea Times-ის შეკითხვის პასუხად, სეულში არსებულმა რუსეთის საელჩომ განაცხადა, მოსკოვის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს ომის მიმართ უცვლელია. ასეთივე პოზიცია გაჟღერდა 19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარიას ზახაროვას მიერ ქართული ტელეკომპანიისათვის მიცემულ ინტერვიუშიც: მისი თქმით, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას“ რუსეთთან არავითარი კავშირი აქვს და ეს საკითხი საქართველოსა და აფხაზეთ-სამხრეთ ორმხრივი ურთიერთობების სფეროს მიეკუთვნება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სია „კონფრონტაციული და პროვოკაციული სტილითაა შედგენილი, რაც კიდევ ერთი აშკარა მაგალითია იმისა, თუ როგორ უშლის ხელს საქართველო სოხუმთან და ცხინვალთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების დამყარებას“.

რუსეთი წინააღმდეგია, რომ საქართველომ და უკრაინამ ნატოსთან მჭიდრო კავშირები დაამყარონ. ორივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა დღეს დასავლეთის ერთგულ მოკავშირეებად ითვლება.
newspress