გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი დაამტკიცა

16-05-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიხეილ ნიორაძე ახალი ვადით დაამტკიცა თსუ ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. 


პრესსამსახურის ცნობით, თსუ ფიზიკის ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ (1963 წ.) მიხეილ ნიორაძემ გაიარა ყველა საფეხური თსუ-ში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლიდან ინსტიტუტის დირექტორამდე. 1971 წლიდან 1975 წლამდე მივლინებული მეცნიერის სტატუსით მონაწილეობდა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის რელატივისტური ბირთვული ფიზიკის ექსპერიმენტებში.

1990 წელს 3 თვით მიწვეული იყო სტრასბურგის ბირთვული კვლევების ცენტრში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების შესასრულებლად და სორბონის უნივერსიტეტთან არსებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში.


მიხეილ ნიორაძის ხელმძღვანელობით მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი 1992 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ქ.იულიხის (გერმანია) კვლევათა ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტთან. მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა პოლარიზაციული ექსპერიმენტის პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა იულიხის კვლევითი ცენტრის ამაჩქარებელზე ქართველი ფიზიკოსების უშუალო მონაწილეობით.


2005-2008 წლებში მიხეილ ნიორაძე თანამშრომლობდა მონრეალის უნივერსიტეტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ინსტიტუტთან საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 16 სამეცნიერო პუბლიკაცია მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში; მონაწილეობდა 6 საგრანტო პროექტში, მათ შორის ორი პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და თანამენეჯერი იყო. 2018 წლიდან მონანაწილეობდა 3 საერთაშორისო ფორუმში, რომელთა ორგანიზატორიც იყო.


თსუ ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს ფიზიკის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას.


ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკა ძირითადად სრულდება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ისეთ სამეცნიერო ცენტრებთან კავშირში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (შვეიცარია) CERN -ის (“Conseil Européen pour la Recherche Nucléaire” - CERN) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტი, იულიხის კვლევითი ცენტრის (გერმანია) COSY ამაჩქარებლის JEDI ექსპერიმენტი, იაპონიის პროტონების ამაჩქარებელთა კვლევით კომპლექსზე (Japan Proton Accelerator Research Complex - J-PARC) მიმდინარე COMET ექსპერიმენტი, ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე KM3Net ექსპერიმენტი, პროექტი FAIR (Facility for Antiproton and Ion Research, გერმანია).


ინსტიტუტს მჭიდრო კავშირი აქვს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან. ინსტიტუტი ჩართულია ფიზიკის მიმართულების როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო პროგრამებში. ინსტიტუტში მიმდინარეობს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება, ხორციელდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტი.