საქართველოსა და რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეხება სტატია, რომელიც ყატარის გაზეთ Gulf Times-ში გამოქვეყნდა.
მასში საუბარია სოფელ ხურვალეთის მოსახლეობის გაჭირვებაზე, რომელიც რუსი მესაზღვრეების მიერ ორად გაყოფილი აღმოჩნდა. პუბლიკაციაში, კერძოდ, გადმოცემულია დავით ვანიშვილის ისტორია, რომლის ეზო-კარი მავთულხლართითაა გაყოფილი და ნაწილი „სამხრეთ ოსეთშია“, ნაწილი კი საქართველოში. საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებს და 2008 წლის ოქტომბერში დაწყებულ ჟენევის (შვეიცარია) კონსულტაციებს კონფლიქტის მოგვარების მიზნით პრაქტიკულად არავითარი პროგრესი არ მოუტანია, - ნათქვამია მასალაში. იქვე ციტირებულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, „ქართველებმა იმედი არ უნდა დაკარგონ. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს რუსეთი“.