გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომეო მიქაუტაძე: მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება საქართველოში ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებისთვის

16-05-2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას," ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს" (KfW) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე წყალბადის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით.


გაფორმებულ მემორანდუმში გამოხატულია მხარეთა განზრახვა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით).


ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებს.


„ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ქვეუწყებებთან ერთად და ის საპილოტე პროექტი, რომლის მემორანდუმსაც დღეს მოეწერა ხელი, ამ აქტიური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის კარგი მაგალითია. ვფიქრობ, რომ ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში კარგი საფუძველი აქვს და ეს მიმართულებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა" - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.


მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური და სხვა საჭირო კვლევების განხორციელება გერმანული მხარის დაფინანსებით.


„იმ შემთხვევაში, თუ კვლევებით დადასტურდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობა, მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს მწვანე წყალბადის გენერაციის სადგურის მშენებლობას და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების მიზნით, სადგურის მიერ გამომუშავებული მწვანე წყალბადის მიწოდებას ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის. ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაში" - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.