გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თსუ-ს რექტორის ინიციატივით უნივერსიტეტში სახელმძღვანელობის სრული გაციფრულების პროცესი იწყება

18-05-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე ექნებათ წვდომა. თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები  სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების სრულად გაციფრულებაზე იმუშავებენ.


აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაბა სამუშია თსუ ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შეხვდა და ერთად იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ, რაც სახელმძღვანელოების გაციფრულების პროცესს შეიძლება თან ახლდეს.


თსუ რექტორის ინფორმაციით, თსუ ბიბლიოთეკის ვებგვერდზე შეიქმნება სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ მოიძიონ სასწავლო მასალებების ციფრული ვერსიები. „პორტალი იქნება ახალგაზრდებისთვის მოსახერხებელი, მარტივი ნავიგაციით, სადაც საგნების მიხედვით განთავსდება სახელმძღვანელოები, სილაბუსები, სტატიები“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


საავტორო უფლებების გათვალისწინებით, ელექტრონული სახელმძღვანელოები აიტვირთება დახურულ სივრცეში, რომელზეც მხოლოდ თსუ სტუდენტებს ექნებათ წვდომა.