გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს

18-05-2023

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, ტურიზმის მსოფლიო ლიდერებთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული ინდუსტრიის გლობალური განვითარება. ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობით, როგორ უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რათა გაძლიერდეს ტურიზმში განათლების, დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებები. ამავდროულად გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტურიზმის ლიდერებისთვის გაგვეცნო ის წარმატებული შედეგები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის აღდგენის დინამიკის კუთხით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 118-ე სხდომაში მონაწილეობს. აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე 40-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო, ადმინისტრაცია და ორგანიზაციაა წარდგენილი.  

118-ე სხდომა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.

 

საქართველოს დელეგაციამ სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიებში. ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან და ხელმძღვანელ პირებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვედრები გაიმართა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სესიის ფარგლებში „ტურიზმის განახლებული ხედვები"  დისკუსია გაიმართა ტურიზმის სექტორში ინოვაციური კონცეფციების განვითარებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.  შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იდეები მიაწოდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია სფეროს პროფესიონალებთან, რა ტიპის მხარდაჭერა უნდა გაუწიონ ტურიზმის ორგანიზაციებსა და სექტორს ტურისტული მიმართულებების განვითარების, საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებისა და გაზრდილი ტექნოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.   სესიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა ქვეყნის ტურისტული ბრენდის განახლების, სწორი პოზიციონირების, ადაპტირებისა და ციფრული კომუნიკაციების დახვეწის შესახებ ისაუბრეს.