გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სალომე ზურაბიშვილი: თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ხალხს არ შემოვირიგებთ, მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება არაფერს ნიშნავს

6-08-2018

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საკუთარი კანდიდატურის წამოყენების დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრა.
მისივე თქმით, მხოლოდ ტერიტორიების შემოერთება არაფერს ნიშნავს, თუ ქართველი ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას არ შემოირიგებს.
„გაერთიანება არ უნდა გავიგოთ მარტივად როგორც მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, შემოვიერთოთ, შემოვირგით და ერთად დავინახოთ საქართველოს პერსპექტივა მომავალში, მაშინ ტერიტორია არც არაფერს ნიშნავს და ტერიტორია ტერიტორიად რჩება. ეს არის გაერთიანების დიდი ნაწილი“- განაცხადა ზურაბიშვილმა.