გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

6-08-2018

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის. 
ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საკუთარ სახლში გამართა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება დიდი პასუხისმგებლობაა. 

„მე ვაყენებ ჩემ კანდიდატურას პრეზიდეენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბერვი ვიფიქრე. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ამაზე ფიქრობდეს ადამიანი და იცით, რომ ამაზე 2013 წელსაც ვფიქრობდი, გადაწყვეტილებამდე მისვლა ძალიან მძიმეა.
მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და არა მარტო მათ წინაშე, ყველას წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.. პირველ რიგში ამ ქვეყნის სტაბილურობა მინდა... არ მახსენდება მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელმაც საუკუნენახევარში ამდენი ტერიტორია დაკარგა. უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე. ქალი პრეზიდენტი შეიძლება იყოს უფრო "დამწყნარებელი" ვიდრე, პოლიტიკასა და კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.