18-05-2023
მაშინ როცა ჩვენი "სტრატეგიული მეგობრები" ჩართულები არიან საქართველოს გაშავებასა და აყირავების პროცესში, "Vision of Humanity" კვლევით ჩვენი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის მაჩვენებელში საგრძნობლად წინ წაიწია და მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ადასტურებს, რომ ქმედებები, რასაც როგორც გარე, ისე შიდა მტრები სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებენ, შედეგს ვერ მოიტანს.
„მაშინ როცა ჩვენი "სტრატეგიული მეგობრები" ჩართულები არიან საქართველოს გაშავებასა და აყირავების პროცესში, "Vision of Humanity" კვლევით ჩვენი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის მაჩვენებელში საგრძნობლად წინ წაიწია და მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენს ხელისუფლებას უწევს მუშაობა, საქართველო მაინც წინ მიდის. ეს კვლევა ეფუძნება ზუსტად იმ რვა საყრდენს, რომელიც მუდმივი კრიტიკის ობიექტია, ჩვენი როგორც გარე, ისე შიდა მტრების. აი ეს ჩამონათვალიც: