გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სალომე ზურაბიშვილი: ვითხოვ მოსახლეობისა და ბიზნესის ფინანსურ მხარადაჭერას

6-08-2018

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას მოსახლეობისა და ბიზნესის სექტორის ფინანსური დახმარება სჭირდება.
ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისთვის იქნება საჭირო.
„რაც შეეხება ფინანსებს. მე იგივე პრობლემა მქონდა საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც დამოუკიდებელ კანდიდატად ვაყენებდი ჩემს კანდიდატურას. 
აუცილებელია ასეთ კამპანიაში ჩაერთოს მოსახლეობა, ვიცი მოსახლეობის პრობლემები და სიდუხჭირე, მაგრამ ეს ჩართულობა თავიანთი მცირე სახსრებით იმის ნიშანია, რომ მხარს გიჭერენ. ამიტომ დღეს მე ვითხოვ მხარდაჭერას, არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესის, მგონი დღეს საქართველოში თავისუფალი ვითარებაა და არავის უნდა ეშინოდეს, რომ დაეხმაროს დამოუკიდებელ კანდიდატს და ამიტომ მე მაქვს დიდი იმედი, რომ იქნება ის საკმარისი მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა 2.5 თვიანი კამპანიისთვის“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დღეს საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.