გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკოლოზ სამხარაძე: სალომე ზურაბიშვილი რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ქვეყნის შიგნით ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ჩვენთვის ზოგჯერ გაუგებარი, ზოგჯერ კი მიუღებელიცაა - დიდი იმედი მაქვს, ქვეყნის გარეთ მსგავს განცხადებას არ გააკეთებს

18-05-2023

ეს ერთგვარი წუხილი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სალომე ზურაბიშვილი ხანდახან ქვეყნის შიგნით, შიდა აუდიტორიისთვის აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენთვის ზოგჯერ გაუგებარი, ზოგჯერ კი მიუღებელიცაა,  - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

სამხარაძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, თუ რამდენად არის შესაძლებელი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული ინტერესები ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააზიანოს.

 

აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს შიში, ზურაბიშვილის მიერ ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს დააზიანებს.  ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, კითხვის ნიშნები არსებობს იმის გამო, რომ ზურაბიშვილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ქართული აუდიტორიისთვის გაუგებარ განცხადებებს აკეთებს.

 

„არ მსმენია, რომ მას ასეთი განცხადება ქვეყნის გარეთ გაეკეთებინოს და დიდი იმედი მაქვს, ამას არ გააკეთებს. თუმცა, კითხვის ნიშნები რომ არსებობს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის შიგნით ხანდახან გაუგებარ განცხადებებს აკეთებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, პარლამენტის მისამართით, რომელიც ბოლო ერთი წელია, თითქმის ყოველდღიურად მუშაობს იმ თემებზე, რომლებიც 12 პუნქტის შესრულებას ეხება.  ასე რომ, ჩემთვის ერთის მხრივ შეურაცხმყოფელიც არის, როდესაც პრეზიდენტი ასე მოიხსენიებს პარლამენტის მიერ გაწეულ სამუშაოს და ვისურვებდი, რომ ის ბევრად უფრო კონსტრუქციული იყოს ამ მიმართულებით და დააფასოს ის შრომა, რომელსაც პარლამენტი სწევს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა სამხარაძემ.

 

მან ასევე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, მთავრობისგან ამ დრომდე არ მიუღია თანხმობა. „ეს მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა, ყველა წინა შემთხვევაში, როცა მას ეს მოთხოვნა ჰქონდა გაგზავნილი, მთავრობამ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა. წინა შემთხვევაშიც, თუ გახსოვთ ასე მოხდა, როცა მას დაგეგმილი ჰქონდა ევროპარლამენტში ვიზიტი და სიტყვით გამოსვლა, მაშინ მთავრობამ მყისიერად გასცა თანხმობა, თუმცა მერე თვითონვე არ წავიდა. ეს კითხვა ალბათ უფრო მთავრობის ადმინისტრაციას უნდა დაუსვათ, თუმცა, მე არ მახსოვს, როდესმე მისთვის საზღვარგარეთ ვიზიტი აეკრძალოთ“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.