გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

19-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.


გიორგი ამილახვარი: „ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, დღესსკოლებში ბოლო ზარი ირეკება და თქვენთვის ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება.


მჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანს და სასურველი პროფესიის დაუფლებითმიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს.


ეს დღე ჩემთვისაც ემოციებით დატვირთულია და ამ დიდ სიხარულს მეც თქვენთან ერთად ვიზიარებ.


მინდა, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს, რადგან წარმატება სწორედ გამოწვევებთან ბრძოლით მიიღწევა.  პირადად, მე როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგიქმნათ უკეთესი გარემო თქვენი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და შესაძლებლობებისა და ნიჭის მაქსიმალურად გამოსავლენად.


გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას!“