გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთბრუნვა 65.4 პროცენტით გაიზარდა

19-05-2023

მიმდინარე წლის წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 42.2 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 102.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 53.5 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 65.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 111.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 208.3 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე ტვირთბრუნვის მოცულობა 36.2 პროცენტით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით

 

საქსტატის ცნობითვე, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 048.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 49.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის I კვარტალში მიიღო 511.0 ათასი მგზავრი (48.0 პროცენტით მეტი გასული წლის შებამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 537.3 ათასი მგზავრი (51.8 პროცენტით მეტი გასული წლის შებამისი პერიოდთან შედარებით).

 

2023 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის უდიდესი წილი, კერძოდ, 97.2 პროცენტი რეგურალურ ფრენებზე მოდის.

 

რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის I კვარტალში 4.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 37.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს.