გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან სალუქვაძე „მაკდონალდსის“ მიერ გამოკრულ ბანერებზე: ამორალურია ასეთი რეკლამა, ბავშვების თემის გამოყენებით, პოლიტიკური კონტექსტით, არასწორ ციფრებზე დაყრდნობით - დაბლა მიგეწერათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

19-05-2023

თუ ასე გადარდებთ, დაუკელით ფასები, ცეცხლის ფასი ადევს, დაპატიჟეთ სოციალურად დაუცველი ბავშვები და ა.შ. თანაც მთელი ბიზნესი ბავშვებზე რომ გაქვთ აგებული - ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე „მაკდონალდისის“ მიერ გამორკულ ბანერებს, სადაც წერია, რომ 235 000 ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს.

 

სალუქვაძის თქმით, ამორალურია რეკლამა, რომელიც ბავშვების თემის გამოყენებით, პოლიტიკური კონტექსტით და არასწორი ციფრებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „მაკდონალდსის ყოფილა ეს რეკლამა, ყველა უთოდან ამოდის. აპლიკაციებზე ამომიგდო.

 

თუ ასე გადარდებთ, დაუკელით ფასები, ცეცხლის ფასი ადევს, დაპატიჟეთ სოციალურად დაუცველი ბავშვები და ა.შ. თანაც მთელი ბიზნესი ბავშვებზე რომ გაქვთ აგებული. ამორალურია ასეთი რეკლამა, ბავშვების თემის გამოყენებით, პოლიტიკური კონტექსტით, არასწორ ციფრებზე დაყრდნობით. დაბლა მიგეწერათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"?! უიმედობის დანერგვა და შავი პიარი როდის იყო მდიდარი კომპანიების სტრატეგია?“ - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.