გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე

19-05-2023

ჩვენ საზოგადოება გვისმენს და მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მოქმედებს სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია. თქვენ ახსენეთ ქალბატონი ხოშტარია. მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ქალბატონი ხოშტარიას ცნობილი გამონათქვამი იყო 2012 წლამდე, თუ არ ვცდები და ამის კადრები არსებობს, სადაც იგი პირადად ლობირებდა ფრენების შესრულებასაც, უვიზო რეჟიმის ასე ვთქვათ გამართლებას ცდილობდა, საუბრობდა, რომ აუცილებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რუსეთთან და ა.შ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ქვეყანას აახლოებს საერთო, დიდ, ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.


„უფრო მთავარს გეტყვით, იგივე ადამიანები და მათი ბელადი სააკაშვილი გახსოვთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას, რაც მთავარია. ანუ ეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან და ეუბნებიან, უნდა დაიჯეროს ყველაფერი ხალხმა. ესაა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. აი, ამ დამოკიდებულების გამო, თუნდაც ამის გამო, ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები თურმე დღეს არის დაუშვებელი, სად არის ლოგიკა. ესე იგი ჩვენი ომის, აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, 10 000-ობით ახალი დევნილი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, რამდენიმე თვეში ამ ომის შემდეგ, გახსოვთ, რომ ჯერ მანამდე კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი მოაწერინა სააკაშვილმა თავის გუნდის წევრებს, გახსოვთ, რომ აბსოლუტურად, არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესების თაობაზე, არც რაიმე შეზღუდვაზე, არაფერზე საერთოდ და ამის შემდეგ ჯერ გადასცეს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და შემდეგ უკვე გახსოვთ, რომ ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები, ჩვენი ომის შემდეგ, მეგობრებო და დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო რომ უკრაინაში არის ომი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ და საერთოდ რაც მთავარია მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ, ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, რაც მთავარია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.