გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ მოვახერხეთ ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება

19-05-2023

არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით, როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ, ამაზე იფიქრეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ, სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება მოახერხა.


„მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის? აი თქვენ, ჩენი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, კითხვა დაუსვით ვინც მაგას ავრცელებს, თქვენ გული არ შეგტკივათ ჩვენს სამხედროებზე ან ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს დევნილებზე.


როგორ გინდათ რომ მოაგვაროთ მაშინ. როგორ გინდათ მოვაგვაროთ? არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ. ამაზე იფიქრეთ ხალხნო, ამაზე უდნა ესაუბროთ ჩვენს ხალხს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. ეს არის მართლაც უპრეცედენტო. ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი. ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა გვჭირდება. ევროპა საიდან განვითარდა, გაბრწყინდა, ომები არ ჰქონდა.


ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ, ისწავლეთ გაკვეთილები", - განაცხადა პრემიერმა.