გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გია გაბრიჭიძე: როდის აქეთ შეტკივა გული "მაკდონალდსს" ქართველ ბავშვებზე? თუ მაგათი ფასებით ვიმსჯელებთ, არასდროს

19-05-2023

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში "მაკდონალდსის" გამოკრულ ბანერებს ეხმიანება, რომელზე დატანილია, რომ საქართველოში 235 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს.

 

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ტყუილი და ცილისწამებაა, რომელზეც „მაკდონალდსმა“ პასუხი უნდა აგოს.

 

„საქართველოში 235 ათას ბავშვიან ოჯახზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობსო, ცრემლიანი თვალებით გვაუწყებს "მაკდონალდსის" ქსელი. ჯერ ერთი ეს ინფორმაცია საშინელი ტყუილი და ცილისწამებაა, რაზეც გამავრცელებელმა პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.

 

მეორეც - როდის აქეთ შეტკივა გული "მაკდონალდსს" ქართველ ბავშვებზე? თუ მაგათი ფასებით ვიმსჯელებთ, არასდროს. და მესამეც - ის ოჯახები, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ იმ მგლური ბიზნეს-პოლიტიკის მსხვერპლნი ხომ არ არიან, რითაც ჭყონიამ და მისმა მსგავსი "ბიზნესმენები" 90-ინებში ატარებდნენ?“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.