გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე „მაკდონალდსის“ ბანერებზე: როდესაც მიზანმიმართულად, მით უმეტეს, არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობს ვიღაც ნიჰილიზმის კამპანიის წარმოებას, არის ძალიან მძიმე - ძალიან კარგია, თუ მოხდა შეცდომის აღიარება

19-05-2023

როდესაც მიზანმიმართულად, მით უმეტეს, არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობს ვიღაც ნიჰილიზმის კამპანიის წარმოებას, არის ძალიან მძიმე,  თან იმ ფონზე, როდესაც გასული ორწელიწად ნახევრის განმავლობაში, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კომპანია „მაკდონალდსის“ მიერ გამოკრულ ბანერებზე დასმულ შეკითხვას.


მისი თქმით, ნიჰილიზმის დათესვა და არასწორი მონაცემების გავრცელება, თითქოს  235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და კომპანიის მიერ შეცდომის აღიარება მისასალმებელია.


„რა თქმა უნდა, ასეთ დროს, ნიჰილიზმის დათესვა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, თუ შეცდომა აღიარებული იქნა და იმედია, მომავალში ასეთი რამ არ მოხდება. ზოგადად, საკუთარი ქვეყნის მიმართ იმედგაცრუების ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნა უბრალოდ არასწორი ქმედებაა და ასეთ ფაქტებს უნდა გაეცეს პასუხი. თუ მოხდა შეცდომის აღიარება,  ეს არის ძალიან კარგი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.