გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა

19-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსსაქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. ოთარ შამუგიამ ელჩს, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა, მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისდა ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულიმჭიდრო პარტნიორული  ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.


იმამურააკირამ ხაზგასმით აღნიშნა,რომ საქართველო იაპონიისთვის საიმედო პარტნიორი ქვეყანაა, რაც მტკიცე საფუძველია ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობისკიდევ უფრო გასაღრმავებლად.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინსიტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.