19-05-2023
დასრულდა ციფრული მხარდაჭერის პროგრამა ხელვაჩაურში, რომლის ფარგლებშიც, ComCom-მა მუნიციპალიტეტის 29 სამიზნე სოფლიდან 800-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა.
ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის შექმნისა და გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.