19-05-2023
„თუ საუბარია რუსეთთან ვაჭრობაზე და ამით ეკონომიკის გაძლიერებაზე ევროკავშირის სავაჭრო მოცულობა რუსეთთან მკვეთრად გაიზარდა, ეს ეხება ძალიან სტრატეგიულ და რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სფეროებს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვა.
„ეს კარგია ქართული ეკონომიკისთვის. მართლა გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც მოყვა. უვიზო მიმოსვლა როდესაც გვაქვს და ჩვეულებრივად შეიძლება, გადმოადგილება მანქანით, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავით ჩამოვიდეს ადამიანი. ძალიან გაუგებარია ეს აჟიოტაჟი და მკვეთრი განცხადებები კელი დეგნანის მხრიდან, თუ მართლა უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ პირობები, გაგვიწიოს ლობირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან. ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, როდესაც ბავშვთა ანსამბლებს მიწვევა აქვთ, დაგეგმილ აქვთ კონცერტი, ვიზებს არ ურტყამენ.
არ მგონია, ამას მეგობრულ ნაბიჯად აღიქვამდეს საქართველოს მოსახლეობა. რაც შეეხება ევროკავშირის მოწოდებებს, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ სანქციების მხოლოდ იმ ნაწილს ვუერთდებით, რომელიც საყოველთაოა და ამ შემთხვევაში, ფრენებს არანაირად არ ეხება. თუ საუბარია რუსეთთან ვაჭრობაზე და ამით ეკონომიკის გაძლიერებაზე ევროკავშირის სავაჭრო მოცულობა რუსეთთან მკვეთრად გაიზარდა, ეს ეხება ძალიან სტრატეგიულ და რუსეთისთვის მნიშვნელოვან სფეროებს.
საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთს ამ ხრიდან რაიმე დადებითს არ მისცემს. ასე რომ, ესეც ტყუილი აჟიოტაჟია. მესამე, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რატომ მისცა ფრენები დაშვების უფლება, არაფერს ამბობენ, როცა ჩვეულებრივად დაფრინავენ თურქეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და რატომღაც მაინც და მაინც საქართველოზე უნდათ, განსაკუთრებული წესები შემოიღონ. არანაირი წესს არ შემოვიღებთ ისეთს, რომელიც დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ინტერესებს“, - განაცხადა სუბარმა.