გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: კელი დეგნანს სურს დააკნინოს ჩვენი ემიგრაცია რუსეთში, 130 000 მხოლოდ იქ დაბადებული ქართველი იყო 2014 წლისთვის

19-05-2023

"არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო და ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა დღეს ასე გააქარწყლო. ჩვენ არ ვყოფთ ემიგრაციას ქვეყნების მიხედვით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კელი დეგნანმა კარგად იცის, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ არ აწყობს ამის აღიარება.

„სირცხვილია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან უკვე ამდენი ტყუილი. ბოლოსდაბოლოს, ელჩია და არა ნაცმოძრაობის რიგითი წევრი. ძალიან კარგად იცის კელი დეგნანმა, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ არ აწყობს ამის აღიარება დღეს და სურს დააკნინოს ჩვენი ემიგრაცია რუსეთში. გარდა ამისა, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ციფრებს, თუნდაც ათი ათასი ცხოვრობდეს, არ უნდა ვიზრუნოთ მათზე? ასე განსაზღვრავს ამერიკა საკუთარი ემიგრაციის რიცხოვნობას უცხოეთში? არა, ასე არ არის.

 

ისინი თითოეულ ემიგრანტზე ზრუნავენ, თუმცა ჩვენ არ გვაძლევენ ამის უფლებას. ცნობისთვის, 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოდან გასულია დაახლოებით 1.5 მილიონი მოქალაქე, აქედან მილიონზე მეტი რუსეთში იყო. ბუნებრივია, ემიგრაცია მოძრაობს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი არალეგალია და მათი ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია, მაგრამ უხეში გათვლებით ჩვენ მაინც შევძელით ინფორმაციის მოპოვება. დემოგრაფიულ პროგრამაზე მუშაობისას, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის შემდგომი ინიციატივებისთვის. სწორედ ამ ინფორმაციის თანახმად, 90-იანი წლებიდან 2014 წლისთვის უცხოეთში დაბადებული იყო დაახლოებით 250 000 ბავშვი, აქედან ნახევარზე მეტი - რუსეთში. ამ ინფორმაციისთვის იმუშავეს ქართველმა პროფესორებმა და აკადემიკოსებმა და ყველას ვთხოვთ, პატივი სცენ მათ სტატუსს. არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო და ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა დღეს ასე გააქარწყლო.

 

ჩვენ არ ვყოფთ ემიგრაციას ქვეყნების მიხედვით. ჩვენთვის ყველა თანაბრად საყურადღებოა და როგორც მისაღები იყო რუსეთისგან ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე მისაღები იქნება უვიზო მიმოსვლა ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი სახელმწიფოსგან - ამერიკისგან. დიდი ხანია ველით პირდაპირ ფრენებს ამერიკაში, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, მაგრამ, რატომღაც აგვიანებენ ან საერთოდ არ აკეთებენ. საგანგაშო ის არის, რომ სწორედ ოკუპანტი ქვეყანა აკეთებს ამას და არა მეგობარი", - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე თამარ ჩიბურდანიძე.