19-05-2023
ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლაში ღონისძიება ბოლო ზარი გაიმართა. მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი დღე ლამაზ დღესასწაულად გადააქციეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილი.
რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს. ახალგაზრდებს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, წარმატებული და ბედნიერი მომავალი, პროფესიული ზრდა-განვითარება, იმედი, სიყვარული და გონიერება უსურვეს.