ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

19-05-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.


მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


აღინიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველომ და იაპონიამ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.


ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობას სურს გააგრძელოს ძალისხმევა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.