გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: კეზერაშვილზე BBC-ის გადაცემა იყო, ხოლო მისი ფინანსების მომხმარებელი პირები, პოლიტიკოსები აქ სხედან და მხარს დაუჭერენ საგამოძიებო კომისიის შექმნას

19-05-2023

„ახლა მეც ვუსმენ მსჯელობას და რა თქმა უნდა, ამ მსჯელობის შემდეგ უნდა მივიღო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, დავუჭირო თუ არა მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას“,- განაცხადა, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

როგორც ის აღნიშნავს, დროებით საგამოძიებო კომისიაში მყოფ ადამიანებს, დეპუტატებს შესაძლოა გადაკვეთის წერტილი ჰქონოდათ შესაძლო დამნაშავეებთან, რაც არის საფრთხე, რომ საგამოძიებო კომისია ვერ შეასრულებს შესაბამის ფუნქციას.


„ვუსმენ მსჯელობას და რა თქმა უნდა, ამ მსჯელობის შემდეგ უნდა მივიღო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, დავუჭირო თუ არა მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას. თუ მშრალად შევხედავთ, როდესაც არის დანაშაული, მისი მხილებისთვის, ტყუილ-მართალის გარჩევისთვის თუ იქნება კომისია, რატომ არ უნდა დავუჭირო მხარი? თუ სიღრმეებში ჩავალთ, ასე მარტივად არ არის საქმე. საზოგადოებასაც ნუ შევეცდებით შევასაღოთ ასე, რომ ვიღაცას სურს სიმართლე გაიგოს, ვიღაცას - არა.


მე მინდა მივიღო გადაწყვეტილება, ოღონდ სწორი გადაწყვეტილება, რაზე პასუხისმგებელიც უნდა ვიყო. თქვენ ხართ ინიციატორი და გამოგაქვთ საკითხი კომისიის შექმნის თაობაზე.


თქვენვე ამბობთ, რომ შესაძლოა ხელისუფლების ყოფილი თუ ახლანდელი წარმომადგენლები იყვნენ ჩართული შესაძლო დანაშაულში. თქვენი ლიდერი სწორედ იმ პერიოდში იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი. მე არ ვაბრალებ მას, რომ ის არის ჩართული, არც თქვენ გაბრალებთ, მაგრამ თქვენი ინიციატორების ჯგუფში, ორი ყოფილი გუბერნატორია, თქვენ ბიზნესომბუდსმენი იყავით, პრემიერ- მინისტრი იყო თქვენი ლიდერი, ანუ შესაძლოა რაღაც კავშირი ჰქონდეს, ხომ არის თეორიული შანსი მაინც.


მე არც გიორგი ვაშაძეს ვაბრალებ რამეს იმიტომ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დასაცავია, თუმცა როდესაც ასეთი დამთხვევები ხდება (როცა ერთის ძმა მეორე დაინტერესებული პირის ძმასთან ერთად საერთო ლოკაციაზე იკვეთებიან), რა თქმა უნდა, აქაც, როდესაც ადამიანი დაფიქრდები, კითხვის ნიშნის დასმის ვალდებულება გაქვს. კეზერაშვილი რომელზეც BBC-ის გადაცემა იყო, მისი ფინანსების მომხმარებელი წევრები, პოლიტიკოსები აქ სხედან, რომლებიც მხარს დაუჭერენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ახლა ამბობთ, მოდით უმრავლესობის მხრიდან იყოს კომისია წარმართული და ჩვენც ვიქნებითო.


დავუშვათ თეორიული ვარიანტი იმისა, რომ დანაშაულს იძიებს დანაშაულში არამონაწილე პირი, მაგრამ ამ კომისიაში მასთან ერთად ზის შესაძლო დამნაშავე და ის გამოითხოვოს მასალებს და იღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ახლა მაგალითად, ნაფიცი მსაჯულების მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შესაძლოა თუნდაც ერთი (10 -დან) იყოს სავარაუდოდ კავშირში კონკრეტულ დანაშაულთან და ის იყოს ნაფიც მსაჯული, ასეთი კავშირი თუ თეორიულად მაინც იკვეთება, ვფიქრობ, მას აცილებას მიცემენ აცილებად. ახლა დავუბრუნდეთ საკითხს, მე უნდა მივიღო სწორი გადაწყვეტილება.


 ბატონო მიხეილ, მე ეს ყველაფერი რომ არ გავითვალისწინო, აღმოჩნდება ისე, რომ „მგელს ცხვარი ჩავაბარე". მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ეს არის ის სიფრთხილე, რის გამოც ამ საკითხს მხარს არ დავუჭერ“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.