19-05-2023
პოლიტიკოსები, რომელთა ბიოგრაფიაშია - რუსული ბომბდამშენების და ტანკების შემოყვანა საქართველოში, აპროტესტებენ რუსეთიდან ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში პირდაპირი რეისით ჩამოფრენას! - ამის შესახებ მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ეს ურაპატრიოტული, ფარისევლური ანტირუსული ისტერია ყოველთვის მთავრდება საქართველოსთვის ცუდი შედეგით - ყოველთვის ზიანდება ჩვენი ქვეყანა და სარგებელს იღებენ სხვა ქვეყნები
„პოლიტიკოსები, რომელთა ბიოგრაფიაშია - რუსული ბომბდამშენების და ტანკების შემოყვანა საქართველოში, აპროტესტებენ რუსეთიდან ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში პირდაპირი რეისით ჩამოფრენას! ეს ურაპატრიოტული, ფარისევლური ანტირუსული ისტერია ყოველთვის მთავრდება საქართველოსთვის ცუდი შედეგით! ყოველთვის ზიანდება ჩვენი ქვეყანა და სარგებელს იღებენ სხვა ქვეყნები! ყველაფერი ნანახი გვაქვს! თქვენი ხელწერა ვიცით! ყველას გიცნობთ შემსრულებლიან- პატრონებიანად! გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, მოდელს - “ამერიკა იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ უკანასკნელ უკრაინელამდე,” საქართველოზე არ გაგავრცელებინებთ!!!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.