გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ელენე ხოშტარია: 2011 წელს ტურისტები მოდიოდნენ და დღეს აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები

19-05-2023

მაშინ ტურისტები მოდიოდნენ და მთელი მსოფლიო საქართველოს გვერდში იყო, დღეს კი მთელი მსოფლიო არის რუსეთის იზოლაციაში, - ასე უპასუხა „დორას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შეკითხვას იმის შესახებ, რა შეიცვლა 2011 წლის შემდეგ, როდესაც ის რუსეთთან ურთიერთობას მიესალმებოდა.

 

მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო მოუწოდებს საქართველოს რუსეთის იზოლაციისკენ, ასევე, ქვეყანაში 2011 წელს რუსეთიდან ტურისტები შემოდიოდნენ, ახლა კი აგენტები და მოღალატეები შემოდიან.

 

„მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ ვდისტანცირდეთ და აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები და პუტინი არის აღიარებული ტერორისტი. აი ეს შეიცვალა ამ 13 წლის განმავლობაში“ - აღნიშნა ხოშტარიამ.

კითხვაზე, 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო საკმარისი რომ ომიდან სამი წლის შემდეგ, პუტინი საქართველოს მტრად ჩაეთვალა, ხოშტარიამ უპასუხა, რომ მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ხოლო სააკაშვილი საზღვარზე ტურისტებს იმიტომ ხვდებოდა, რომ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი იყო.

 

„მაშინ ლაპარაკი არათუ გახსნაზე იყო, არამედ, მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე ტურისტებს, იმიტომ რომ მაშინ რუსეთში იყო ძალიან დიდი პროტესტი, მათ შორის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, აბსოლუიტურად სხვა კონტექტსი იყო. პუტინი კი არის ტერორისტი“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.