გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობას: „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ - ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან, თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ

19-05-2023

„სირცხვილია“ - ლიბერალურ ფაშისტული ორგანიზაცია, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული დანაყოფი, „ფრანკლინის კლუბი“ - ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან და თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ.

 

მისი თქმით, მოძალადეები, რომლებიც კონკრეტულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თავისთავად არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ ასევე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლი.

 

„მოძალადეები, რომლებიც კონკრეტულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თავისთავად არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ ასევე არიან თქვენი - კოლექტიური ნაცმოძრაობის მსხვერპლი. მე შეგახსენებთ „სირცხვილია“ - ლიბერალურ ფაშისტული ორგანიზაცია, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული დანაყოფი, „ფრანკლინის კლუბი“ - ეს ლიბერალურ-ფაშისტური ორგანიზაციები იმართება თქვენი მხრიდან და თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ, შესაბამისად, დიდწილად ეს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში 7-8 მარტს, არიან თქვენი - კოლექტიური ნაცმოძრაობის მსხვერპლი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.