გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქობულეთსა და ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

20-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბორჯომში,  არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს.


ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში. მიმდებარე ტერიტორიიდანამოღებულია149 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (დახერხილი ფიცარი) და 15 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).


ქალაქ ბორჯომში, ვაშლოვანას დასახლებაში გამოვლენილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი(ფიცარი).


ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.